logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: რურუა პოლიტიკური პატიმარი არაა, მას მძიმე კრიმინალური წარსული აქვს
- +

23 ივნისი. 2020. 12:26

 

 

„საქართველოში დესტაბილიზაცია იმ პოლიტიკურ ძალას აწყობს, ვინც ხედავს, რომ არჩევნებში შანსი არ აქვს და მათი რეიტინგი კი არ იზრდება, არამედ იკლებს. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ისინი ემზადებიან პირველი ნოემბრისთვის და 31 ოქტომბერი მათთვის დიდი მნიშვნელობის არ არის,” – ამის შესახებ ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„პირველი ნოემბერი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ დღეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა უნდა დადონ ჩვენთვის პოზიტიური დასკვნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელისუფლებაც ამიტომ ასრულებს ზედმიწევნით 8 მარტის შეთანხმებას, რომ შემდეგ ქვეყნის გარეთ, ვინმეს კითხვა არ გაუჩნდეს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ექსპერტმა.

 

მისი თქმით, გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარი არაა და გაუგებარია, რამდენიმე პოლიტიკური ძალა მას მთელ დემოკრატიულ პროცესს რატომ აყოლებს.

 

„ჩემთვის აბსოლუტურად გასაკვირია, რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ რატომ აიკვიატა რურუას თემა. რურუა, ჩემი აზრით, არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის, ის არის კრიმინალური წარსულის ადამიანი, რომელიც „მხედრიონის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და მას ძალიან მძიმე კრიმინალური წარსული აქვს. რამდენიმე ოჯახი მას მკვლელობაშიც ადანაშაულებს. პოლიტიკური პარტიები ამას ხელზე რატომ იხვევენ, ეს ჩემთვის გაუგებარი და ასევე გაუგებარია, ამას გადააყოლო მთელი ეს დემოკრატიული პროცესი, რომელსაც ყველა ელოდება“, – განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner