logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: როდესაც ამბობ, რომ მხარს არ უჭერ საკონსტიტუციო ცვლილებას, „ნაცმოძრაობის“ თამაშს თამაშობ
- +

23 ივნისი. 2020. 12:47

 

 

„ვინც დღეს ამბობს, რომ მხარს არ უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, ის „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობს. ჩემთვის აუხსნელია მაგალითად ერქვანიას პოზიცია. ის ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ამერიკელებთან გადაწყდა სადილზე და ამიტომ მხარს არ დაუჭერს მას.  ნუთუ ეს მყარი მიზეზია იმისა, რომ ნაციონალების წისქვილზე დაასხა წყალი?  სხვებზე არ ვლაპარაკობ, მესმის, რაც არის. როდესაც კვიციანი ამბობს, რომ მხარს იმიტომ არ უჭერს საარჩევნო რეფორმას, რომ სურს, მთელი საქართველო დაავალდებულოს საარჩევნო ყუთთან მივიდეს, გაუგებარია. რატომ აკავშირებს ის ამ ორ საკითხს? ესეც  არის ის, რომ „ნაცმოძრაობის“ თამაში ითამაშო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „POSTV“-ს ეთერში განაცხადა.

 

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის რიტორიკა მათი ცუდი საარჩევნო პერსპექტივით არის გამოწვეული.

 

„ოპოზიციისთვის  არჩევნების პერსპექტივა ძალიან ცუდად გამოიყურება, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს გვინდა არჩევნების გადადება, სინამდვილეში თვითონ უნდათ. უნდათ, რომ უფრო დამძიმდეს ვითარება, ნეგატივი უნდათ, უნდათ,, საავადმყოფოები გადაივსოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner