დაღუპულ გიორგი შაქარაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის საბოლოო პასუხი ერთ თვეში იქნება. პროცესში, ოჯახის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი ექსპერტი კახა ერისთავი ჩაერთო.
ამ დრომდე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, არ არის გამორიცხული, აღნიშნული მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაიკითხა ყველა მოზარდი, რომლებიც დაღუპულ ახალგაზრდასთან ერთად მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდნენ. გვიან ღამით გარკვეული ტიპის საგამოძიებო ექსპერიმენტებიც ჩატარდა. ასევე დაიკითხება ყველა ის პირი, რომლებიც ავტომაგისტრალზე დროის იმ მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ ავტომობილით, რა დროსაც ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა დაღუპული გიორგი შაქარაშვილი დააფიქსირეს.
ოთხდღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი მდინარე არაგვში მყვინთავებმა გარდაცვლილი იპოვეს. გიორგი შაქარაშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს აკადემიის“ წევრი იყო.