logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: პატარძეულში მარიტას ბროწეულის ბაღებს უშენებენ და ამოვა მის ნასახლარზეც...
- +

23 ივნისი. 2020. 13:48

 

 

„ციციკორეეეე, შე ულხინებელოოო“, აგერ, პატარძეულში მარიტას ბროწეულის ბაღებს უშენებენ და ამოვა მის ნასახლარზეც, ადრე თუ გვიან, ყველა სიყვარულის ნასახლარზე ამოვა და ამოღუდღუდდება „ცეცხლური ყვავილი, ბროწეულების მზის ყვავილი“, მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი, ოქრომდინარი, სეფესანთელივით რომ ბრდღვიალებს; მიყვარს მისი გულის ავსებულობა! თითქოს მზე სავსებით შეუწოვიაო.

 

არა, არა მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დასჭკნეს როდესმე, ჩამოსცვივდეს, განქარდეს, ამტვერდეს! არა, არა მჯერა! მზის ნაბადებია; მის კოკორში დაგუბებული სხივთანაგალობარი; შიგ ჩაწერილია ანკარა სხივთა რაკრაკი; მზისობა უჩანს თითოეულს ნაკვთში. ყვავილი კი არა, მზის ნაკადულის კამკამია!“

 

„ციციკორე, შე ულხინებელო“, პატარძეულში ადამიანები მარიტას მარადიულ (და არა მარადიას) სიყვარულს მზისფერი ყვავილის ბაღებს უშენებენ, გესმიიიის?!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner