logo_geo
eng_logo
სალხინოში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

23 ივნისი. 2020. 14:59

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, წაჩხურუს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი. ასევე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.

 

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

 

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 211 075 ლარს შეადგენს და სამუშაოებს ამხანაგობა „დაგი ქონსტრაქშენი“ ასრულებს.

 

წაჩხურუს საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუში საჯარო სკოლის მშენებლობა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner