logo_geo
eng_logo
ლადო გეგეშიძე: „ნაციონალებმა“ სასიკვდილოდ გამიმეტეს...
- +

21 ივნისი. 2016. 10:34


ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ლადო გეგეშიძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ კახა კალაძეს საერთოდ არ იცნობს.



ვინმესგან ფულის აღება რომ მდომებოდა, თანხას ანგარიშზე ჩავარიცხინებდი?! ნაციონალებს" გამჩენი არ ასვენებთ, მაგრამ ვპირდები თითოეულს, მე მოვასვენებ. თუ ვინმე შეურაცხყოფას მომაყენებს, კარგად ვიცი, რასაც გავაკეთებ, 8 ოქტომბერს ხომ იქნება არჩევნები, აი, ამ ავადმყოფ პარტიას სწორედ იქ დავასრულებ.კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ. მგონი, მხოლოდ ერთხელ ვნახე, ისიც აქციაზე. რეალურად ნაციონალებს" ჩემი ეშინიათ - მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფა ბევრს მიაყენეს, ჩემ გარდა ვერავინ ვერაფერი გაუბედა. მათთან პირადი ანგარიშიც მაქვს - 2009 წელსკარვების" აქციაზე ქალებსა და ბავშვებს ნაციონალების" ზონდერები გამოედევნენ, მაშინ .. სახალხო პოლიციის წევრიც ვიყავი, რომელიც აქციაზე ხალხის დასაცავად შეიქმნა. სასიკვდილოდ გამიმეტეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ნაციონალებს" კიდევ ერთხელ ვურჩევ -მიფრთხილდნენ", - აცხადებს ლადო გეგეშიძე.

 




გასულ კვირას „ნაციონალურმა მოძრაობამ" დოკუმენტი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს: ვლადიმე გეგეშიძესა და გიორგი გიგაურს საკრებულოს შუალედურ არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე სოლიდური თანხა გადაერიცხათ.



მათი მტკიცებით, „ალფა ბანკში" გაიხსნა ანგარიშები, სადაც „კალა კაპიტალ ლიმიტედისგან" გადაირიცხა თანხები. დოკუმენტის ავთენტურობა უარყო „ალფა ბანკმა".



„ალფა ბანკის" სათაო ოფისში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაყალბებულია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner