საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას აფასებს.
„მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას. იგი აბსოლუტურად ეხმიანება უმრავლესობის პოზიციას. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა და უკვე მომავალი კვირიდან, აუცილებლად განვიხილავთ ქცევის კოდექსს. ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩართულია წინასაარჩევნო პროცესში, უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ პროცესის ხარისხზე", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
იხ. პრემიერ-მინისტრის საგანგებო მიმართვა
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=12657