ახალგაზრდული ცენტრის დამფუნებელი ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება პირდაპირ აისახება მოქალაქეთა სოციალურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამის შესახებ ქადაგიძემ სოციალურ ქსელში განაცხადა.
ქადაგიძე საპარლამენტო მოწყობის ახალი მოდელის უპირატესობებს განმარტავს. მისი თქმით, მცირდება უსაზღვრო ძალაუფლებით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი, რაც პოლიტიკურ პროცესებს უფრო დემოკრატიულსა და კომპრომისულს ხდის:
„ახალი საპარლამენტო მოწყობის მოდელი, რასაც ქვეყნის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა მართლაც, რომ ისტორიული პრეცედენტის მატარებელია: 1) ახალი არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობა უფრო მაღალია, რაც პირდაპირპროპორციულად მთავრობის მაღალ ლეგიტიმაციას ნიშნავს. 2) მცირდება უსაზღვრო ძალაუფლებით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი, რაც პოლიტიკურ პროცესებს უფრო დემოკრატიულსა და კომპრომისულს ხდის. 3) ბარიერის სიმცირიდან გამომდინარე, ახალი პარლამენტი ასახავს თითქმის ყველა სოციალურ-პოლიტიკური ჯგუფის განწყობას, რაც თვისობრივად გაზრდის საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციას. 4) გარდამავალი წელი 120/30 დან სრულად პროპორციულზე-იძლევა საშუალებას პოლიტიკური კულტურა საქართველოში გახდეს უფრო იდეოლოგიური ინტერესების ასპარეზი და არა ვიწროპარტიული სურვილების დაპირისპირება. 30 წლის განმავლობაში პირველად საქართველოს მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო, გადადგა კომპრომისული ნაბიჯი რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან იყო ნაკარნახევი. (ხაზგასასმელია ის, რომ დღევანდელმა მთავრობამ მოახერხა და კონსტიტუციაში განსაზღვრა 2024 წელს სრულად პროპორციული არჩევნები)“, - განმარტავს ქადაგიძე.
მისივე თქმით, „ევრონაცები“ სპეკულირებენ და გამოგონილი მიზეზებით ამართლებენ პროცესში არ მონაწილეობას:
„აღნიშვნის ღირსია საზოგადოების მოლოდინი და ძალისხმევა ოქტომბრის არჩევნების 120/30 მოდელით ჩატარებაზე. დღევანდელმა დღემ აჩვენა პასუხისმგებლიანი პარლამენტარების გადაწყვეტილება და ცვლილება 115 ხმით გავიდა, თუმცა ნათლად გამოააშკარავა იმ რევანშისტ პოლიტიკოსთა სახე, რომელთაც პრეტენზია აქვთ მთავარ ოპოზიციურ ძალად იწოდებოდნენ. ნაცებს და ზოგადად „მიშიზმით" შებყრობილ პარტიებს ეკარგებათ მინიმალური შანსი როდესმე ხელისუფლებაში მოვიდნენ და პირადი ინტერესები გაატარონ. ევრონაცები სპეკულირებენ და გამოგონილი მიზეზებით ამართლებენ პროცესში არ მონაწილეობას. არადა სიმართლე ერთია-წინ გადადგმული ნაბიჯი,რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აპელაციას არ ექვემდებარება. P.S. მისასალმებელია ის ფაქტი,რომ დარჩნენ ოპოზიციაში ადამიანები ,რომელთაც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ისე „ნაცებისა“ და „ევრონაცების“ „საჭიროება" ქართულ პოლიტიკაში დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.