ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, რამდენიმე დღეში ზუგდიდში, რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება.
„რაგბის სტადიონის მშენებლობა ხორციელდება „ქართუს“ დაფინანსებით და მხარდაჭერით, აღნიშნული პროექტისთვის მოსკოვის ქუჩაა გამოყოფილი. იქნება როგორც ძირითადი სტადიონი, ასევე სათადარიგო სტადიონი და სასტუმრო კომპლექსი, რომელიც იქნება სტუმრების მისაღებად. პროექტი რამდენიმე დღეში დაიწყება და 18 თვეში დასრულდება“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ გაწეული 1 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.