მომღერალი გია სურამელაშვილი დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრულო ეკიპაჟთან შელაპარაკება მოუვიდა, უარყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში 10 პირზე მეტის შეკრების გამო, პატრულმა ადმინისტრაციას 1500 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. როგორც სურამელაშვილი ჟურნალისტთან განმარტავს, ჯარიმის გამოწერის დროს, ის ადგილზე არც იმყოფებოდა.
„არავისთან არ მომსვლია არანაირი შელაპარაკება. ჩემს თანამშრომლებს მოუვიდათ შელაპარაკება და აივნიდან ვუყურებდი მე. მერე გავაჩერე პატრული, სახლში როდესაც მივდიოდი და ვკითხე, თუ რატომ მოხდა ეს შელაპარაკება. ჩემი მძღოლები, დაცვა და მენეჯერი რატომ გააჩერეთ მეთქი.“- აღნიშნავს მომღერალი.