logo_geo
eng_logo
დემიკო ლოლაძეს, როზა ბერიკაშვილს და ზაქარია სულაშვილს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭათ
- +

23 ივნისი. 2020. 22:42

 

 

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ფოტოგრაფი დემიკო ლოლაძე „სპორტის რაინდის“ წოდებით დაჯილდოვდა.

 

„დღეს, 2020 წლის 23 ივნისს საქართველოს სპორტის სამინისტრომ როზა ბერიკაშვილს, ზაქარია სულაშვილს და მე, მოგვანიჭა „სპორტის რაინდის“ წოდება.

 

სამახსოვრო მედლები გადმოგვცა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ. დიდი მადლობა სამინისტროს ხელმძღვანელობას და იმ ორგანიზაციას, ვინც წარმადგინა ამ მეტად საპატიო ჯილდოზე.“- წერს ლოლაძე.

 

 

დემიკო ლოლაძე, ერთადერთია მთელი პოსტსაბჭოთა მასშტაბით, ვინც თბილისის „დინამოს" ისტორიული მატჩის ფრაგმენტები ფოტოზე აღბეჭდა და შთამომავლობას შემოუნახა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner