logo_geo
eng_logo
„თავისუფალი დემოკრატები“ გიორგი მღებრიშვილს შეხვდებიან
- +

1 მარტი. 2016. 14:02



„თავისუფალი დემოკრატების" წევრის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები უახლოეს პერიოდში შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვედებიან. განცხადება ჩიქოვანმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.


რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩიქოვანის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.


„გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი ირაკლი ალასანიასა და პრემიერს შორის. ეს საუბარი იყო დამაიმედებელი, შესაძლოა გამოძიებას უკვე აქვს დამატებითი ინფორმაცია ამ დანაშაულთან მიმართებაში. ჩვენ გვექნება შს მინისტრთან უახლოეს პერიოდში შეხვედრა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიება წინ წავა და რეალური კვალი იქნება, თუ ვინ ჩაიდინა ეს ორგანიზებული დანაშაული.


ექიმები საუბრობენ იმაზე, რომ კრიზისულმა ვითარებამ გადაიარა და იმედს ვიტოვებთ, რომ მისი რეაბილიტაციის პერიოდი სწრაფად და ადეკვატურად ჩაივლის", - განაცხადა ჩიქოვანმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner