logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე ვიზა-ლიბერალიზაციაზე: საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს!
- +

21 ივნისი. 2016. 10:35


საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელ გადაწყვეტილებას მიესალმება.

 

„ეს არის ევროკავშირის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენლობა, რომელიც მსჯელობს პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებზე. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა ძალიან წარმატებით და ყველა სახელმწიფო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება უნდა იქნეს მალე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამ განხილვების პროცესში გადაიდგა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი თარიღის დასახელება იქნება არასწორი, რადგან მოსახლეობაში ჩნდება არასწორი აღქმები და შესაბამისად, შესაძლოა იმედგაცრუებაც გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner