logo_geo
eng_logo
ზურა სიხარულიძე: 18 წლის ბავშვი წამლის ზედოზირებით გარდაიცვალა...
- +

24 ივნისი. 2020. 00:11

 

 

ექიმი ზურა სიხარულიძე ბოლო დროს ახალგაზრდებში გახშირებულ აგრესიას და სუიციდს აფასებს.

სიხარულიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ცხოვრების რიტმი შეცვალონ, რადგან დიდი ოდენობით აგრესია, რომელიც ყოველდღიურობაში ვლინდება, საბოლოოდ მომავალ თაობას აზარალებს. ამიტომაც, ახალგაზრდებში უამრავი პრობლემა იჩენს თავს.

 

სამწუხაროდ, უკვალოდ არაფერი გადის და ილექება მეხსიერებაში. იმას, რასაც ჩვენ ჩავდივართ - გვეზიზღება ერთმანეთი, ვიბრძვით ძალუფლებისათვის, ვხოცავთ ერთნანეთს და ვაგინებთ ყოველდღე, მედიიდან მოედინება ნეატივის ზღვა, სულ ცუდი, ცუდი და არაფერი პიზიტიური არ ხდება.

 

ეს ყველაფერი ჩვენ შვილებში ილექება და მერე ისინი დაუნდობელები ხდებიან, არ პატიობენ ერთმანეთს ერთ სიტყვს, ჩნდება ნარკოტიკი და სასმელი, რომ რაღაცით შეცვალონ თავიანთი ყოფა. ჩნდება აგრესია და ხოცავენ ერთმნეთს, მეტი რა უნდა მოხდეს 19 წლის ბავშვი მოკლეს, 18 წლის ბავშვთავი მოიკლა, 18 წლის ბავშვი წამლის ზედოზირებით გარდაიცვალა და 1000 უბედურება - დეპრესია, უბედურება, უიმედობა, არანირი პერსპეტივა.

დაფიქრდით, ხალხო, რად გინდათ რამე, თუ ამდენი უბედურებები ხდება ჩვენ ქვეყანაში, რისთვის იკლავთ თავს? ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა დაგვემართოს“, - წერს სიხარულიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner