მწერალი დინა მირცხულავა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
„დედად არ ვეკუთვნი, მაგრამ ასე მინდა ვუთხრა :
შვილო !
დედამისს მინდა ვუთხრა, გაუსაძლისია დედაჩემისნაირობა, არ არის კარგი, სულ ტკივილია...
მის დას მინდა ვუთხრა.
როგორ ვიცოცხლოო ?! - იკითხა.
იცოცხლებ, მაგრამ ვაი, იმ სიცოცხლეს.
ჩემსავით შეგრცხვება, გულიანად რომ გაიცინებ რამეზე.
კი, კი, მერწმუნე, გაიცინებ, მაგრამ სინდისის ხმა, ყოველთვის შეგახსენებს, რომ შენ დარჩი, ცოცხლობ და ის ვერა...
შვილო",- წერს მწერალი.