პოეტი რეზო ამაშუკელი ინტერნეტში გავრცელებულ იმ ფარულ ჩანაწერს ეხმიანება, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი, გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას შესახებ საუბრობენ:
“საზოგადოებას, ხელისუფლებას და მთლიანად მთელ საქართველოს: მე ჩემს გამოსვლაში პირდაპირ მიუთითე, რომ ყველა კვალი ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან მივიდოდა! დღეს ვაცხადებ: აბსოლუტურად ავთენტურია ის საუბარი, რომელიც მე მოვისმინე, რომელიც შედგა სააკაშვილსა და ადეიშვილს შორის, არის აბსოლუტურად ავთენტური და ნამდვილად ეკუთვნით დასახელებულ პირებს!
მე ვაგებ პასუხს მორალურადაც და იურიდიულადაც, იმ შემთხვევაში თუ ეს საუბარი სააკაშვილსა და ადეიშვილს შორის აღმონჩდება ყალბი. მე მოვითხოვ: აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად, იქნეს გამოძიებული და დადასტურებული არის თუ არა ეს საუბარი ნამდვილი და ეკუთვნით დასახელებულ პირებს.დანარჩენს ჩემს შემდგომ გამოსვლაში მოგახსენებთ.”- აცხადებს რეზო ამაშუკელი.