logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რას მიაღწიეთ ე.წ. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრის ბოიკოტირებით?
- +

24 ივნისი. 2020. 01:35

 

 

რას მიაღწიეთ ე.წ. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრის ბოიკოტირებით?

მიაღწიეთ იმას, რომ თქვენს ხმებს პარლამენტში ფასი აღარ აქვს, ანუ არავინ აღარაფერს გეკითხებათ.“- ამის შესახებ ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ ბოიკოტირების შემდეგ ოპოზიციამ დაგეგმილზე ბევრად უარესი შედეგი მიიღო.

 

მონაწილეობის შესახებ თავიდანვე რომ გაგეცხადებინათ და ორთავე მოსმენით ხმა მიგეცათ, შესაძლოა თქვენი ხმების გარეშე ვერ შეგროვებულიყო და თქვენი მონაწილეობით შემდგარიყო საკონსტიტუციო უნრავლესობა.

 

ეს, ვიმეორებ, ერთი მხრივ თქვენს ხმებს წონას შემატებდა, მეორე მხრივ შესძლებდით გარკვეული უპირატესობის მოპოვების ილუზიის შექმნას, ისაუბრებდით, რომ ოცნება შეთანხმებას არ ასრულებს, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლიანი ძალა ვართ და ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობა ყველაფერზე მაღლა დავაყენეთო.

 

ახლა რას მიაღწიეთ?

 

ერთი მხრივ რას მიაღწიეთ, ზემოთ დავწერე, ხმები გაგიუფასურდათ.

 

მეორე მხრივ, თუ წაიკითხავთ ევროკავშირის ელჩის დღევანდელ განცხადებას, ამოიკითხავთ თქვენი ბოიკოტის უარყოფით შეფასებას. აბა სხვას რას ნიშნავს მისი სიტყვები?

 

კარლ ჰარცელი წერს: „ვწუხვარ, ვიწრო ზღვარზე და ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის 142 ხმა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს, მესამე საბოლოო მოსმენაზე“.

 

ოპოზიციის ერთ-ერთი დეპუტატი დღეს ამბობდა, ჩვენი ხმების გარეშე ამ საკონსტიტუციო ცვლილებას წონა არ ექნებაო. ეს რაღაც ახალია. თუმცა ჰო, ისევ ისაა, რეალობის და ფანტაზიის აღრევა.

 

ფაბტაზიის რა გითხრათ და რეალობა ნამდვილადაა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ უფრო შეიცვლება და სხვას ნუღარ დაადანაშაულებთ. ამისათვის ბოლო წლებში თავად ყველაფერს აკეთებთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner