logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება რუსული ინტერესების გამტარებელი
- +

24 ივნისი. 2020. 02:31

 

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმას საქართველოში რუსული ინტერესების გატარებას უკავშირებს. ამის შესახებ მან „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

 

საკმარისია ფოტო ავიღოთ შალიკოს ფანჩატურიდან, სადაც ოპოზიციის ცენტრში სხედან ნინო ბურჯანაძე და გრიგოლ ვაშაძე, არც მათთვის და არც არავისთვის არის დასამალი, რომ პირდაპირ რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან საქართველოში. მათ მხარს უჭერს ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, მელია, ყველა. ეს ყოველთვის ასე იყო. მე წლების მანძილზე ვიძახდი - სააკაშვილი არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში. იყო, არის და იქნება. ეს ჩანს ყველა მის ნაბიჯში. და შედეგი გვაქვს, აგერ, 30 კილომეტრში თბილისიდან რუსული ტანკები და ლულები დგას“, - განაცხადა რეჟისორმა.

 

მისივე თქმით, ამ ძალების პოლიტიკა ტყუილზეა აწყობილი და საზოგადოება ამას აუცილებლად დაინახავს.

 

ამაში ექვსჯერ უკვე დავრწმუნდით და მეშვიდედ დავრწმუნდებით ოქტომბერში“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დაასახელეს.

 

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

 

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner