„ამ ვნებათა ღელვის ფონზე, გამოგვეპარა ძალიან საინტერესო მეორე კანონი, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო. ეს კანონი გულისხმობს ფსიქიკური დახმარების გაწევას. ძალიან სერიოზული კანონია, თუ გავითვალისწინებთ იმ განცხადებებს, რომელიც ბოლო დროს გვესმოდა,“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ოპოზიციურ სპექტრზე საუბრისას განაცხადა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებას ცალსახად ჩამოუყალიბდა მოთხოვნა, რომ ეს კანონი, ფსიქიკური დახმარების შესახებ, მიღებული ყოფილიყო, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, ამის გაგება, რას ლაპარაკობდნენ ეს ადამიანები ერთმანეთში, მაგალითად, როდესაც ბურჯანაძე ამბობდა, რომ ოპოზიციის უპრეცენდენტო გაერთიანება მოხდა, ეს მაშინ, როდესაც ყოველ წუთს გვესმის, ერთმანეთს რას ეძახიან. ანდა, სხვა ტიპის განცხადებები, რომელიც ინსპირირებულია ამ ჯგუფების მიერ - მაგალითად, როდესაც ბატონი კარპენტერი ამბობს, რომ ჟორიკა რურუა არის პოლიტიკური ლიდერი და მის პარტიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი არჩევნებში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფსიქიკური აშლილობა არა მხოლოდ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ, მთელ მსოფლიოში ძალიან სერიოზულად დგას დღის წესრიგში. ეს აბსურდი, რომელიც ჩვენ გვესმოდა მთელი ამ თვეების განმავლობაში, მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან აქტუალური კანონია მიღებული, რომელსაც ყურადღება არ მივაქციეთ და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში დღეს საქართველოს პარლამენტს უნდა მივულოცოთ ამ კანონის მიღება. ამ პოლიტიკურ სპექტრს ვეღარაფერს ვუშველით და იქნებ, ფსიქიკურად ცოტა აზრზე მოვიყვანოთ ეს ხალხი. ის ხალხი, ვინც შალიკოს ფანჩატურში იკრიბებოდა, ვფიქრობ, რომ არაა პოლიტიკური სპექტრი. ამიტომ, მინდა ტაში დავუკრა ქართულ პარლამენტს დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
დღეს პარლამენტმა „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.