logo_geo
eng_logo
ლინას ლინკევიჩუსი: ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი შემოდგომის დასაწყისში დასრულდება
- +

21 ივნისი. 2016. 10:43


ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ყველაზე გვიან შემოდგომის დასაწყისში დასრულდება, რადგან საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ამის შესახებ ლინას ლინკევიჩუსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ვერ ვიტყვი, რომ მზად ვართ, გადაწყვეტილება ახლავე მივიღოთ, თუმცა ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური მოლაპრაკებები. ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ კრიტერიუმები, პირობები. ზოგადი განწყობა იყო ძალიან  პოზიტიური. ჩვენ მიზანმიმართულად პროცესს არ გავაჭიანურებთ. ვერ ვიტყვი, რომ პროცესი მალე დასრულდება, თუმცა მჯერა, რომ როგორც კი შეჩერების მექანიზმზე შევთანხმდებით, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესიც დასრულდება. ეს ასევე დამოკიდებულია ევროპარლამენტზე. მჯერა, რომ ყველაზე გვიან, შემოდგომის დასაწყისში პროცესი დასრულდება", - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.


ამასთან, ლინას ლინკევიჩუსმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის საბჭოში არავინ ეწინააღმდეგება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner