logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: შიდა ტურიზმი ძალიან გააქტიურებულია
- +

24 ივნისი. 2020. 03:02

 

 

ნებისმიერ შემთხვევაში რთული იქნება პანდემიის ნეგატიური შედეგების 100%-ით განეიტრალება, მაგრამ შიდა ტურიზმი ძალიან გააქტიურებულია და ბევრი ადამიანი ამბობს, რომ გვერდში უნდა დაუდგეს ადგილობრივ ინდუსტრიას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 

რა თქმა უნდა, 2020 წელი ტურიზმის მხრივ ძალიან რთული იქნება, თუნდაც იმის გამო, რომ შარშან ძალიან მაღალ ნიშნულზე ავედით და რუსეთთან შეჩერებული ფრენების მიუხედავად 300 ათასზე მეტი ვიზიტორი გვყავდა. თუმცა იმ გამოწვევამ, რომელიც გაცილებით მცირე მასშტაბის იყო, გარკვეულწილად შეგვამზადა და მაშინ უკვე ავამოქმედეთ ახალი პროგრამები და კორონავირუსის პანდემიის გამოწვეულ სირთულეებს უკვე მომზადებულები შევხვდით. მაგალითად, შემიძლია დავასახელო სასტუმროების საბანკო სესხის სუბსიდირება, რომელიც შარშან ავამოქმედეთ და ახლა გავაფართოვეთ. ბევრი რამ უკვე მზად იყო ამ გამოწვევაზე სწრაფი რეაგირებისთვის. რასაკვირველია, ნებისმიერ შემთხვევაში რთული იქნება პანდემიის ნეგატიური შედეგების 100%-ით განეიტრალება, მაგრამ შიდა ტურიზმი ძალიან გააქტიურებულია და ბევრი ადამიანი ამბობს, რომ გვერდში უნდა დაუდგეს ადგილობრივ ინდუსტრიას. ტურიზმი ძალიან ღირებული სექტორია, მას აქვს ე.წ. გადადინების ეფექტი. მას ძალიან ბევრი დარგი უკავშირდება, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად დავეხმაროთ ტურიზმს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner