logo_geo
eng_logo
ალეკო ელისაშვილი: დიდი ცხვირი პრობლემა არაა, მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი გიგი უგულავასავით
- +

24 ივნისი. 2020. 14:04

 

 

„მდაბიოობაა ადამიანის ფიზიკურობაზე მინიშნება, მაგრამ მექრთამე უგულავასგან ასეთი საქციელი არ მიკვირს“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.

 

„ვიცი, რომ ძალიან დიდი ცხვირი მაქვს. დიდი ცხვირი პრობლემა არაა, მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი გიგი უგულავასავით. ეს არის მთავარი. თორემ ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა. მდაბიოობაა ადამიანის ფიზიკურობაზე მინიშნება, მაგრამ მექრთამე უგულავასგან ასეთი საქციელი არ მიკვირს.

 

რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიუღებელი და სამარცხვინოა, ის მით უფრო სამარცხვინო უნდა იყოს პოლიტიკაში. როდესაც, მთხოვ, შემხვდი (მის თანაგუნდელებს ვგულისხმობ), მაჟორიტარებზე გვინდა, შენი აზრი გავიგოთო, მხვდები და ჩემი აზრი გაინტერესებს, მერე ამაზე რატომ ჭორაობ და რატომ გამოგაქვს?!“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner