აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ხმაური იყო. ერთმანეთს მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი და ისტორიკოსი მამუკა ქობულაძე დაუპირისპირდნენ.
მიზეზი მამუკა ქობულაძის რეპლიკა გახდა, რომლის მიხედვითაც, მან ანრი ბიბინეიშვილი სუს-თან კავშირში დაადანაშაულა.
ამან მსახიობის გაღიზიანება გამოიწვია.