logo_geo
eng_logo
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- +

21 ივნისი. 2016. 10:59


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავა.



გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა პირებზე გაასაღა ყალბი ასდოლარიანი კუპიურები. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას საერთო ჯამში ამოღებულია ყალბი 10 000 ამერიკული დოლარი.



საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა"   ქვეპუნქტით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner