logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: როგორი იქნება ჩემი როლი საქართველოში – არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს
- +

24 ივნისი. 2020. 16:22

 

 

 

„არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის კაბინეტისკენ არ ისწრაფვის.

 

„თქვენ რომ იცოდეთ, ახლა კაბინეტისკენ არ მივისწრაფვი. სხვათა შორის, კაბინეტი ზელენსკის კაბინეტის თავზე მაქვს და იქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი, უბრალოდ რომ მცოდნოდა, სად იყო. მე კაბინეტზე ალერგია მაქვს. მაგრამ, რა იქნება საქართველოში, როგორი იქნება ჩემი როლი სქართველოში, უკრაინაში, ერთად შევხედოთ. არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს. თვითმფრინავის საჭესთან, მანქანის საჭესთან, ფორმულის საჭესთან. ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=66&id=126629&fbclid=IwAR0VqfiYUc-QA3nrN27s-CqBR2jE2nWZ3Pu3gHoEqtu7l6WW8dIoop-ng6o

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner