logo_geo
eng_logo
დიდი ჭყონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

24 ივნისი. 2020. 16:27

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე ნამიკოლაოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

 

პროექტის ფარგლებში დაიგება 4 811 მერტი ასფალტობეტონის გზა.  ასევე მოეწყობა რკინა ბეტონის კიუვეტები და მილები და ეზოებში შესასვლელები.

 

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 517 000 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს.

 

პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დასრულდება. 

 

დიდი ჭყონი-მეორე ნამიკოლაოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner