logo_geo
eng_logo
შენგენის ვიზის მფლობელები, რომლებმაც საფრანგეთი პანდემიის გამო ვერ დატოვეს, დროებითი ბინადრობის უფლებას მიიღებენ
- +

24 ივნისი. 2020. 20:19

 

 

 

შენგენის ვიზის მფლობელები, რომლებმაც საფრანგეთი პანდემიით გამოწვეული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო ვერ დატოვეს, დროებითი ბინადრობის უფლებას მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „SchengenVisaInfo“ ავრცელებს.

 

როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საფრანგეთის დიპლომატიური უწყებების ვებგვერდებზეა ნათქვამი, საფრანგეთში მყოფი მოგზაურები შენგენის ვიზის 90 დღით გახანგრძლივებას ან დროებითი ბინადრობის უფლების მიღებას შეძლებენ.

 

ყველა საერთაშორისო მოგზაურმა, რომელიც საფრანგეთში შენგენის ვიზით 17 მარტამდე ჩავიდა და პანდემიით გამოწვეული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო ქვეყანა ამ დრომდე ვერ დატოვა, უკვე დაარღვია 90-დღიანი ვადა, და მათი საფრანგეთში ყოფნისთვის ლეგალური სახის მისაცემად ახლა დროებითი ბინადრობის მოწმობის აღება იქნება საჭირო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner