logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: აქ ყველა თავის "აჩუს" აჭენებს...
- +

24 ივნისი. 2020. 21:29

 

 

 

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „ფეისბუქზე“ წერს:

 

დროთა განმავლობაში ნორმალური ადამიანი იცვლის შეხედულებებს უკეთესობისკენ, რადგან

 

დრო ცვლის მას, მის წარმოდგენებს;

დრო სძენს მას გამოცდილებას და ხვეწს მის უნარს მოვლენებისა და ადამიანების შეფასებისა;

 

დრო აჩენს ახალ გარემოებებს და უფრო სრულად იძლევა წარსულის მოვლენების დანახვისა და მის მიღმა ადრე დაფარულისა, -

 

დრო ანათებს იმ ბნელ კუნჭულებს, სადაც იქმნებოდა და ინიღბებოდა მოვლენათა რეალური სიუჟეტები და მოქმედების გეგმები...

 

გონიერი ხალხი ცდილობს გადააფასოს წარსული,

რათა მსგავსი შეცდომები, თუ არასრულად გააზრებული ქმედებები აღარ გაიმეოროს...

 

ასე გროვდებ ერში სიბრძნე და ისახება მოქმედების ჩარჩოები, რომელიც მიზნის უკეთ და ნაკლები დანახარჯებითა და დანაკარგებით მიღწევის საშუალებას იძლება... და ეს ცოდნა გადაეცემა თაობებს...

 

მაგრამ არა საქართველოში...

 

აქ ყველა თავის "აჩუს" აჭენებს და

ყველა სხვა "აჩუზე'' მჯდომი მისი პოტენციალური მტერია...

ამიტომ, ჰკა მაგასა...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner