ჟურნალისტი ირაკლი შონია ტურისტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას სამეგრელო-ზემო სვანეთის დათვალიერებისკენ მოუწოდებს.
შონიას თქმით, გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით და უშუალო ჩართულობით უამრავი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი მოეწყო.
„სამეგრელოს „მღელვარე დღეების" შემდგომ წლები გავიდა, ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა მრავალჭირგამოვლილი რეგიონი ფეხზე დადგეს, განვითარდეს სხვადასხვა სასიცოცხლო სფეროებში. მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ტურისტული სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომელიც შეიძლება დავყოთ კოლხეთის დაბლობად და სუბალპურ ზონად...
სულ ცოტა ხნის წინ კოლხეთის დაბლობის ნაკრძალი, პალიასტომის ტბა და მდინარე ფიჩორის ტალღები კატერით "დალაშქრა" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ტურისტები მიიწვია ულამაზესი ნაკრძალის მოსანახულებლად, ასეთივეა ჭურია კოლხეთის ფლორა და ფაუნა... ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი დამსვენებელი ჩადის ანაკლიასა და განმუხურში შავი ზღვის სანაპიროზე... ვისაც მთაგორიანი რელიეფი აინტერესებს ვურჩევთ ოცინდალეს (ჩხოროწყუს რ-ნი) სადაც ზღვის დონიდან 640 მეტრის სიმაღლეზეა მეთერმთმეტე საუკუნის ტაძარი, რომელიც ისტორიული წყაროების მიხედვით თამარ მეფეს განუახლებია. ინწრას ჩანჩქერი წალენჯიხაში, შარშან თავად გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფიზიკური შრომით გაჭრა ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა, გაამაგრა გზის ნაპირები და ტურისტებისთვის დამცავი ჯებირები გააკეთა... წყლის სერფინგის მოყვარულთათვის მარტვილის (გოჭკადილის) კანიონი უკვე მრავალ ტურისტს მასპინძლობს...
არსებობს პროქტები (რომელიც აუცილებლად განხორციელდება) გზების გაყვანის და აღდგენის შემთხვევაში მისასვლელი ტობავარჩხილამადე, ლებარდე და სქურის კურორტების ფუნქციონირება... ისტორიული ძეგლების მოყვარულთათვის საინტერესოა ნოქალაქევი იგივე არქეოპოლისის ნახვა სენაკის რ-ში, ზუგდიდში კი დადიანების სასახლეთა დათვალიერება ყველასთვის პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ. განახლებული ბოტანიკური ბაღი და რესტავრირებული ნიკო დადიანის სასახლე... სამეგრელოში ყოფნისას შეუძლებელია არ მოინახულოთ სვანეთიც, სადაც მართლაც მრავალი ტურისტი და დამსვენებელი ცდილობს ჩასვლას. მესტიაში, მის ახლოს მდებარე კურორტები "თენთულდი" და "ჰაწვალი" სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის,ასევეა "ჰეშკილის ქოხები"..
ასე რომ ტურისტებისთვის სტუმარმოყვარე რეგიონი მზადაა მასპინძლობისთვის!
გუმორძგუა სამარგალო!“- წერს შონია.