პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია დონალდ ტუსკის მისამართით დაწწერილ მიმართვას კიდევ ერთხელ აფასებს.
გამსახურდიას თქმით, გიორგი რურუას პოზიცია და რიტორიკა ყოვლად დაუშვებელია, რადგან რურუა ბევრ კრიმინალურ ფაქტებთან არის დაკავშირებული და ამით ერთგვარად ამაყობს კიდეც.
„ჩემი პოზიცია ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ შემიცვლია. ყოველთვის ვცდილობდი იმ ადამიანების მიმართ ვყოფილიყავი ტოლერანტული, რომლებსაც იმ დროინდელ საქართველოს ისტორიაში მოუწია ცხოვრების არასწორ მხარეს დგომა.
მამაჩემის პოლიტიკურ ოპოზიციასთან არასდროს მქონია რაიმე სახის დაპირისპირება.
თქვენ თუ მოისმენთ იაგო ხვიჩიასთან გიორგი რურუას ინტერვიუს, მისგან არა მარტო სინანული შეიმჩნევა, არამედ თავისი ბურუსით და კრიმინალით მოცული წარსულით ამაყობს და ზვიად გამსახურდიას სდებს სავალალო შედეგებში ბრალს.
წერილში პირდაპირ მაქვს ნახსენები, რომ ზუსტად რუსული სპეცსამსახურების მიერ მოხდა ამ ყველაფრის ორგანიზება, მაგრამ რურუას და მისნაირი ბანდების ხელშეწყობით მოხდა ყველაფერი. ამ რუსულ სპეცსამსახურებს ოპერატიულ უზრუნველყოფას უწევდნენ ზუსტად ეს ბანდები.“- აცხადებს გიორგი რურუა.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=126525