logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: 100-კაციანი ქორწილების იმედი ჯერ ნუ გვექნება
- +

25 ივნისი. 2020. 02:45

 

 

რამდენიმე ბიზნესსექტორი დარჩა, რომელიც ჯერ კიდევ არ მუშაობს და იმედი მაქვს, რომ მალე ამუშავდება, როგორც კი დაკეტილი ბიზნესსექტორი ამუშავდება, მერე დარჩება ქორწილები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ POSTVის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მიმდინარეობს ქორწილებში ადამიანების რაოდენობის გაზრდაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

 

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ელოდება ამას და უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, რაოდენობა გაიზრდება. შევჯერდებით რამდენ ადამიანამდე გაიზრდება ქორწილებში სტუმრების რაოდენობა, მაგრამ 100-კაციანი ქორწილების იმედი ჯერ ნუ გვექნება. თუ მოვდუნდებით, მერე ვეღარ გავაჩერებთ და ამიტომ ჯობია თადარიგი დავიჭიროთ“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner