რატომ ველოდებით მეორე ტალღას? იმიტომ, რომ ასე ახასიათებს რესპირაციული ინფექციების უმეტესობას. რამდენადაც კოვიდი განიხილება, როგორც რესპირატორული ინფექცია, ამიტომ ფიქრობენ, რომ მას ექნება მეორე ტალღა, როცა დაიწყება აგრილება, ანუ ოქტომბე-ნოემბრის შემდეგ - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ კითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღას.
„რეალურად იქნება თუ არა, ეს არვინ იცის. არაპროგნოზირებადი ინფექციაა და ჩვენ იმის თქმაც კი არ შეგვიძლია ჯერ პირველი ტალღა დამთავრდა თუ არა, რადგან რაოდენობების კლება მსოფლიოში ჯერ არ ფიქსირდება. საქართველოში შემორჩა ეს მეორე ტალღის ცნება, მარტო საქართველოში დავამთავრეთ პირველი ტალღა. თუ ჩვენთან ხელახლა დაიწყო, იქნება მეორე ტალღა, თორემ მსოფლიოში პირველი ტალღა არ დამთავრებულა. ყველგან გრძელდება პირველი ტალღა. მე უფრო მოველი, რომ პირველი ტალღა გადავა მეორეში, მდორედ. ჩემი პირადი აზრია, რომ მეორე ტალღა რაღაც ფორმით იქნება მაგრამ ის არ იქნება ისეთი ძლიერი როგორიც პირველი და თანაც მსოფლიო და მათ შორის ჩვენც, მას უფრო მომზადებული დახვდება“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.