logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსი არ არის მხოლოდ ფილტვების ანთება, აზიანებს მთელ რიგ ორგანოებს და სისტემებს
- +

25 ივნისი. 2020. 02:59

 

 

პანდემიის დროს მსხვილი მასშტაბით აქაც სრული სოლიდარობა იყო საზოგადოების მხრიდანაც და მსოფლიო მედიცინის ლიდერებისგან, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საზღვარგარეთ მოღვაწე ცალკეული ექიმების მხრიდან იყო კრიტიკა, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ასოცირდებიან.

 

სავსებით გასაგები მიზეზების გამო იყო კრიტიკა ისეთი პიროვნებების მხრიდან, რომლებიც ასოცირდებიან გარკვეულ პოლიტიკურ მიმართულებასთან და საყურადღებოა, რომ შემდეგ, რაც ჩვენ შორის კამათი იმართებოდა, ზოგჯერ აკადემიური, ზოგჯერაც არააკადემიური, არც ერთ მათგანს არ უცდია თავის პოზიციის სერიოზულად დაცვა და ყველა ამბობდა, რომ მათ კეთილი სურვილები ამოძრავებდათ და ცუდს არაფერს ფიქრობენ, რაც საბოლოოდ ჯამში მაინც კარგია. ბოლომდე არ იცავდნენ თავის ნათქვამს.

 

ზოგადად, პამდემიამ გვასწავლა, რომ ეს არის ძალიან რთული დაავადება, უცნაური, გამოუცნობი, გაცილებით უფრო ვერაგია ვიდრე გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები. ეს არ არის მხოლოდ ფილტვების ანთება, როგორც ეს თავიდან გვეგონა, არამედ აზიანებს მთელ რიგ ორგანოებს და სისტემებს: გულს, სისხლძარღვებს, თავის ტვინს, თირკმელებს. ძალიან ხშირი გართულებები აქვს თრომბოემბოლიზმის. საქმე გვაქვს, ე.წ. ციტოკინური შტორმთან, როდესაც ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიური ნივთირებები გამოიყოფა, რომლებიც იწვევენ ძალიან ძლიერ ანთებით რეაქციას, თავიდან ამ ნივთიერებების გამოყოფა ორგანიზმის დასაცავად ხდება, მაგრამ შემდეგ ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა და ის, რასაც ორგანიზმი უნდა დაეცვა, მისი მტერი ხდება და ზოჯერ სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner