logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: რადიკალური ოპოზიცია დაკარგულია სტრატეგიაში და ქმედებებში
- +

25 ივნისი. 2020. 11:11

 

 

„როდესაც კვირას პირველი მოსმენით მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები,  სიახლეების ბიულეტინში ჩავწერეთ ვინ და რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, რა მოხდა რეალურად  და დავგზავნეთ ყველასთან. მასში აღნიშნული იყო, რომ ოპოზიციამ, მათ შორის, „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ ახლა კი უყარეთ კენჭი, მაგრამ შემდეგ არ უყრით კენჭს, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“  განაცხადა, რომ საერთოდ არ მივიღებთ მონაწილეობას და  გვარი რურუა. ვინც არ იცოდა, დაინტერესდა, რატომ იყო ეს გვარი მნიშვნელოვანი კომპონენტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ტვ „იმედის“ ეთერში.

 

მისი თქმით, გუნდში დაიბადა იდეა, შექმნილიყო საინფორმაციო ჯგუფი „რურუა 8 მარტის შეთანხმების წინააღმდეგ“. მისივე განცხადებით, ბიულეტენში რურუას შესახებ მხოლოდ რეალური ფაქტებია აღნიშნული.

 

„რამაც გამოხმაურება გამოიწვია - ბოლოში გვიწერია, რომ მედიას ფლობს მიზანმიმართულად. 2,5%-ზეა საუბარი, რომელიც ნაყიდი აქვს 2500 ლარად. მისმა ადვოკატმაც ახსენა, რომ 2500 ლარად კი აქვს ნაყიდი და შემდეგ ოფციით გამოისყიდისო. ჩვენ დეზინფორმაციაშიც ვერ დაგვდებენ ბრალს, რადგან ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ 2500 ლარად აქვს ნაყიდი“, -აღნიშნა კახა კუჭავამ. მისი თქმით, ბიულეტინის ბოლოს იყო მითითებული სიუჟეტის ლინკი ექსკლუზიური კადრებით.

 

„ბიულეტენში მითითებული გვაქვს ფაქტიც, რომ მოხდა წითელ ცირკულარში ინტერპოლის მიერ გადმოცემა ამ ადამიანის, რომელიც  მოხსენიებული იყო როგორც დანაშაულებში ბრალდებული და ეჭვმიტანილი. ჩვენ დღეს კადრებიც ვნახეთ. ამიტომ აღმოჩნდა, რომ არაფერი ტყუილი ამაში არ არის.  ეს არის ფაქტი, რომ მან გამოიყენა სხვისი პასპორტი, გადაკვეთა საზღვარი, იქ დააპატიმრეს და გადმოსცეს საქართველოს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ. ვიცე-სპიკერის  თქმით, ამ ბიულეტინის გავრცელება მოხდა მისი იმეილით, რადგან პარტიის იმეილს იყენებს  და არა პარლამენტის, რაც ასევე არასწორად გავრცელდა დღეს.

 

„ასეთი წერილი იგზავნება კვირაში ერთხელ მაინც და არასდროს არის ცნობილი“, - განაცხადა კახა კუჭავამ. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია დაკარგულია სტრატეგიაში და ქმედებებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner