logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება
- +

25 ივნისი. 2020. 16:10

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება. სოფელ ზემო ხანდაკში ცენტრალური მაგისტრალის მოწყობის  და საუბნო დაქსელვის სამუშაოების  შემდეგ მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს. 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა,  საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კასპის სერვის ცენტრის მენეჯერმა მამუკა ახლოურმა სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს და ცისფერი ალის ანთების პროცესსაც დაესწრნენ. გაზიფიცირება ამჟამად სოფელ თელიანსა და დოესშიც მიმდინარეობს. სოფელ ხოვლეში კი  ცენტრალური მაგისტრალის პროექტირება დასრულდა და  „საქართველოს  გაზის  ტრანსპორტირების კომპანია“ მალე მაგისტრალის მშენებლობას დაიწყებს.

 

სოფლის მოსახლეობა კმაყოფილია გაზიფიცირებით  და აცხადებს, რომ მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ საყოფაცხოვრებო პირობები. ისინი მადლობას უხდიან „საქართველოს  გაზის  ტრანსპორტირების კომპანიას“,  შპს „სოკარჯორჯიაგაზის“ კასპის სერვის ცენტრს და კასპის მუნიციპალიტეტის მერიას.

 

„კასპის მუნიციპალიტეტში  ამჟამად 90%-ია გამრიცხველიანებული. სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გაგრძელდება, ვიდრე მუნიციპალიტეტი სრულად არ იქნება გაზიფიცირებული“, - აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner