logo_geo
eng_logo
გია მაისაშვილი: ასმაგად უფრო მწყურია სიცოცხლე
- +

21 ივნისი. 2016. 11:18


 გია მაისაშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


უდიდესი მადლობა სიყვარულით აღსავსე გულებს თქვენსას. რა ბედნიერია კაცი, რომელსაც ამდენი გულწრფელი ახლობელი ჰყავს. ათას კოცნას გიგზავნით ყველას. სიცოცხლე მწყურია ასმაგად უფრო, რაგან მსურს, ლიდერთა სკოლის ახალი უთანამედროვესი სწავლება, რომელიც ბრიტანელების თხოვნით იქ უნდა განგვეხორციელებინა, გავაკეთოთ აქ და ხელმისაწვდომი გავხადო ყველა ქართველისთვის, ვისაც ექნება სურვილი, რათა უზრუნველვყოთ მათი წარმატება თანამედროვე ორგანიზაციაში.

 

მეორე, დავიწყოთ საქველმოქმდო ფონდი სიმსივნესთან მებრძოლი ადამიანებისთვის, რომ მივცეთ ხმა მათ, ვისაც არ აქვს ხმა და თავის დაცვა არ შეუძლია დამოუკიდებლად. მთავარია თანაგრძნობა და განცდა იმისა, რომ მარტო არავინაა. სიკეთე და სიყვარული ბოლოს მაინც იმარჯვებს. თითოეულ ჩვენგანში რამდენად მეტია სიკეთე და სიყვარული, ვიდრე ხანდახან დაუფიქრებელი ბოროტება, რომლითაც რთმანეთს გულს ვატკენთ ხოლმე. ყველა პრობლემის საწყისი არასაკმარისი სიყვარულია და მისი დაძლევაც სიყვარულის გაზრდაშია. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით სიხარულშიც და განსაცდელშიც. ჩვენ ყველას გვჭირდეერთმანეთის შეგულიანება და წახალისება კეთილი საწყისის გასამარჯვებლად. ჩემი გული სავსეა გამარჯვების იმდით და თქვენი უზომოდ დიდი სიყვარულით. მადლობა სიცოცხლის კვლავაც აგრე რიგად შეყვარებისთვის. მადლობევარ ...

სიცოცხლე გაიმარჯვებს!!!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner