logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ოპოზიცია გულშემატკივრობდა, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით ჩავარდნილიყო
- +

25 ივნისი. 2020. 19:04

 

 

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, პარლამენტის წევრს, ვინც მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში და მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილების პაკეტს. საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისა და პოლიტიკური ცხოვრებისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

კახა კალაძემ ოპონენტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიცია შეეცადა, „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინა, რომ თითქოს მმართველ პარტიას არ სურს საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს.

 

„მე დარწმუნებული ვარ, ისინი გულშემატკივრობდნენ კიდევ იმას, რომ მეორე მოსმენით ჩავარდნილიყო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მეორე მოსმენით გავიდა ეს საკითხი და დარწმუნებული ვარ, რომ ორშაბათს მესამე მოსმენითაც იქნება მხარდაჭერილი და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ახალი საარჩევნო სისტემით ჩავატარებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner