logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საზოგადოებას ვაჩვენებთ, როგორ კეთდება „ფეიკ-ნიუსი“
- +

25 ივნისი. 2020. 19:08

 

 

„მთელი მსოფლიო ებრძვის „ფეიკ-ნიუსებს“ და შემიძლია გითხრათ, რომ პირდაპირ ომი აქვთ გამოცხადებული „ფეიკ-ნიუსების“ წინააღმდეგ.  არც ჩვენ უნდა ჩამოვრჩეთ ამ ბრძოლას მის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოებას მიაწვდიან სრულყოფილ, ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რომ „ფეიკ-ნიუსებმა“ შეცდომაში არ შეიყვანოს ხალხი.

 

„რაც შეეხება ჩვენ გადაწყვეტილებას, რომელიც მუნიციპალიტეტმა მივიღეთ, ამის მიზეზია ბოლო დროს გახშირებული ცრუ ინფორმაციები, ცრუ ბრალდებები მერიის საქმიანობასა და პირადად ჩემთან მიმართებაში. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რაც არ უნდა სისულელე იყოს, შევკრებთ ამ ინფორმაციას და საზოგადოებას მივაწვდით სრულყოფილ, ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რომ „ფეიკ-ნიუსებმა“ შეცდომაში არ შეიყვანოს ხალხი. ზოგადად, კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, თუ ადამიანი მართლა რაციონალურად და სწორად ფიქრობს „ფეიკ-ნიუსებმა“ რომ არ მოახდინოს მათი აზრის ცვლილება, ჩვენ მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას. ამას ვიწყებთ დღეს საღამოს 22:00 საათზე, გვაქვს კონკრეტული თემები დაგროვილი და საზოგადოებას ვაჩვენებთ, როგორ კეთდება „ფეიკ-ნიუსი“ და როგორია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner