logo_geo
eng_logo
კახა კუჭავასა და ევროპარლამენტარ ურმას პაეტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- +

25 ივნისი. 2020. 20:26

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავასა და ესტონელ ევროპარლამენტარ ურმას პაეტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

 

 

დღეს, ყველას აინტერესებს ის პროგრესი, რომელიც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვაქვს, რის შესახებაც ესტონელ ევროპარლამენტარს სრული ინფორმაცია მივაწოდე.  მან იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება  შესრულდება და საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებული იქნება“,- განაცხადა კახა კუჭავამ. მისივე თქმით, საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს წარმატებები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები - ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. ასევე, განაცხადა, რომ დააკვირდება პროცესების შემდგომ განვითარებას“,- აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner