logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ელჩი „მეღვინეობა შილდას” სტუმრობს
- +

25 ივნისი. 2020. 20:37

 

 

ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით მდგრადი ენერგიის ჯილდოს გამარჯვებული ქართული ენერგო ეფექტური კომპანია „მეღვინეობა შილდა“ გახდა.

 

ქვეყნის და რეგიონის ეკოლოგიაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიისთვის და შესაბამისად, დიდი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას.

 

დღეს მეღვინეობას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბატონი კარლ ჰარლცელი სტუმრობდა, რომელმაც ენერგოეფექტური სტანდარტით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერა.

 

ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილმა ენერგო ეფექტურმა აღჭურვილობამ „მეღვინეობა შილდაში“:

 

60%-ით შეამცირა მოხმარებული ენერგია

ხელი შეუწყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას

მოხდა მოხმარებული ენერგიის საგრძნობლად შემცირება

 

„მეღვინეობა შილდაში“ აღნიშნავენ, რომ ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისათვის. ასევე, აღსანიშნავია, კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების როლი, რომელთა დაუღალავი შრომით საუკეთესო შედეგი იქნა მიღწეული.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner