logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: მსგავს ბოროტმოქმედებას მსოფლიო ფსიქიატრებმა „მედეას სინდრომი“ უწოდეს
- +

21 ივნისი. 2016. 11:19


მსგავს ბოროტმოქმედებას მსოფლიო ფსიქიატრებმა „მედეას სინდრომი" უწოდეს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი რობერტ სტურუა წერს და აქვე თბილისში, წლების წინ მომხდარ ამბავს იხსენებს.


„მედეა 2 -

 

სტუდენტი ვიყავი, როცა თბილისი შემზარავმა ამბავმა შეაძრწუნა. ერთმა ქალმა (გვარიც კი მახსოვს, სადაც მუშაობდა - ისიც), ახალგაზრდა დედამ, როცა შეიტყო, რომ მეუღლეს ვიღაც ქალი შეუყვარდა და ოჯახის მიტოვებას აპირებს, თავისი ორი შვილი - გოგო და ბიჭი - ნარიყალას ხეივანზე, ვითომ სასეირნოდ აიყვანა და უფსკრულში ჯერ ბიჭი მოისროლა და მერე ქალიშვილი. მაგრამ გოგონა ხის ტოტებში გაიხლართა.

 

მაშინ დედა ისე გადახტა, რომ დაცემის დროს ქალიშვილიც ჩაეთრია. ეს ამბავი სწორედ იმ უბედურმა გოგონამ უამბო ხალხს.

 

და ყველაზე საწყენი - მსგავს ბოროტმოქმედებას მსოფლიო ფსიქიატრებმა „მედეას სინდრომი" უწოდეს", - წერს რობერტ სტურუა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner