„ნუთუ ასეთი რთულია საქართველოს სახალხო დამცველისთვის ამ მაღალი ტრიბუნიდან იმის აღიარება და თქმა, რომ ფეიკი ეს არის საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი და თუნდაც იმის მოწოდება ყველა მედია საშუალებისთვის, რომ ტყუილზე თქვან უარი და სიმართლე ისაუბრონ“,- მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, ნინო ლომჯარიას პლენარულს სხდომაზე, სადაც დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენენ.
„დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ფეიკ ნიუსი არის ხალხის მტერი. ჰილარი კლინტონმა ღიად დააანონსა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ბრიტანული მედია გიგანტი BBC უძღვნის გადაცემათა ციკლს ფეიკ ნიუსს, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, თუ როგორ გავარჩიოთ ტყუილი სიმართლისგან და ის, რომ ფეიკი და ტყუილი ანგრევს საზოგადოების ცნობიერებას. ბევრი კითხვა იქნა დასმული თქვენს მიმართ და შესაძლოა ჩემი კითხვის შინაარსში კარგად ვერ გაერკვიეთ. მე თქვენთვის არც ერთი საჯარო მოხელის დაცვა არ მითხოვია, მე გითხარით, რომ ბავშვები და ექიმები არიან მსხვერპლი ფეიკ ნიუსების და ტყუილების. ნუთუ ასეთი რთულია საქართველოს სახალხო დამცველისთვის ამ მაღალი ტრიბუნიდან იმის აღიარება და თქმა, რომ ფეიკი ეს არის საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი და თუნდაც იმის მოწოდება ყველა მედია საშუალებისთვის, რომ ტყუილზე თქვან უარი და სიმართლე ისაუბრონ“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.