logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელია საფრანგეთის ელჩს შეხვდა
- +

25 ივნისი. 2020. 20:51

 

 

საფრანგეთის ელჩი საქართველოში  დიეგო კოლასი,  სამუშაო ვიზიტით სამეგრელოში  იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს  ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა ელჩს, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო. შეხვედრისას საუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის და საფრანგეთის რეგიონებს შორის ეკონომიკის, აგრარული სექტორის, კულტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

 

 

ალექსანდრე მოწერელიამ ელჩს  კორონავირუსის გავრცელების პროევენციის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ესწრებოდნენ.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საფრანგეთის და საქართველოს ისტორიულ მჭიდრო კავშირებზე.

 

 ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის ელჩმა, სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთან ერთად დადიანების სასახლე და განახლებული ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა. ელჩი ვიზიტის ფარგლებში რეგიონის სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს, შეხვდება არასამთავრობო სექტორს, ზუგდიდ-ცაიშისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტებს, ეწვევა ალენ მიურატის ოჯახს და ფრანგული ენის მასწავლებლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner