logo_geo
eng_logo
საინტერესო ფაქტები ფეხბურთზე და ფეხბურთელებზე
- +

21 ივნისი. 2016. 11:21

ლეგენდარული ხომალდი-მოჩვენების, ”მფრინავი ჰოლანდიელის” პატივსაცემად მეტსახელი უამრავმა ჰოლანდიელმა ავაიკონსტრუქტორმა, სპორტსმენმა თუ მუსიკოსმა მიიღო. მაგრამ ცნობილია აგრეთვე ”არამფრინავი ჰოლანდიელი” – ასე შეარქვეს ჰოლანდიელ ფეხბურთელს, დენის ბერგკამპს, აეროფობიის გამო. ”არსენალში” თამაშის პერიოდში, ის უარს ამბობდა თვითმფრინავით ფრენაზე, რის გამოც გამოტოვებული აქვს ევროთასის მნიშვნელოვანი მატჩები.

 

 

 

სტენლი მეთიუზი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად რამდენჯერმე დასახელდა, ერთხელ კი – ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. მთელი თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში, რომელმაც 50 წლამდე გასტანა, ის ერთხელაც არ გაუძევებიათ მოედნიდან და არასოდეს მიუღია გაფრთხილება. გამოსამშვიდობებელ მატჩზე დედოფალმა ელისაბედ ll-მ მას რაინდის წოდება მიანიჭა, რაც ფეხბურთელთა შორის პირველი შემთხვევა გახდა.

დიეგო მარადონა გადასახადებს ჯერ კიდევ ”ნაპოლიში” თამაშის პერიოდში არ იხდიდა, ამჟამად ეს თანხა თითქმის 40 მილიონ დოლარს შეადგენს. ამიტომაც, როდესაც მარადონა იტალიას სტუმრობს, რაიმე ნივთს ემშვიდობება. ასე, მაგალითად, 2006 წელს იტალიის პოლიციამ ლეგენდარულ ფეხბურთელს საათი Rolex ჩამოართვა, 2009 წელს კი საყურე ააცალა, რომელიც შემდგომ აუქციონზე გაიყიდა.

2002 წლის აპრილში იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ძიუნიტირო კოიძუმის დაცვის სამსახურს მისი კაბინეტიდან ხმაური შემოესმა. კაბინეტში შეჭრილებს, ბურთით მოთამაშე პრემიერ-მინისტრი დახვდათ. კოიძუმიმ დაცვას აუხსნა, რომ ემზადება მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის დროს ბურთზე ფეხის სიმბოლური დარტყმისთვის, რადგან აქამდე მსგავსი არაფერი გაუკეთებია.

არგენტინელმა მეკარემ, კარლოს როამ, რომელიც ესპანურ გუნდში ”მალიორკა” თამაშობდა, კარიერის ზენიტში ყოფნისას მის დასრულებაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისით ”ჩელსი” და ”მანჩესტერ იუნაითედი” იყო დაინტერესებული. გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ სამყაროს დასასრულს ელოდა, რომელიც 2000 წელს უნდა დამდგარიყო. შემდგომში როა ფეხბურთს დაუბრუნდა, თუმცა უკვე დაბალი დივიზიონის გუნდებში მოუწია თამაშმა.

 

ფეხბურთელი სოკრატესი – ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, 1982 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ. ფეხბურთის პარალელურად, სამედიცინო განათლებაც მიიღო. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ფილოსოფიის დოქტორი გახდა და საკუთარი სახელი გაამართლა.

1966 წელს, ინგლისში მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე ხნით ადრე, მისი მთავარი ტროფეი მოიპარეს. ძიებაში სკოტლენდ-იარდის პოლიცია ჩაერთო, მაგრამ თასი 7 დღის შემდეგ ლონდონის ერთ-ერთი ბაღის ბუჩქებში  ძაღლმა სახელად ფიქლზ იპოვა, რომელიც პატრონთან ერთად სეირნობდა. ჩემპიონატში ინგლისის ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ძაღლი საზეიმო ბანკეტზე მიიწვიეს და ნება დართეს, ფეხბურთელების თეფშები აელოკა.

1976 წლის 20 მარტს ”ასტონ ვილას” მოთამაშემ, კრის ნიკოლმა ”ლესთერ სითისთან” მატჩის დროს 2-2 ბურთი გაიტანა როგორც მოწინააღმდეგის, ასევე საკუთარ კარებში. მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა.

 

1999 წელს იტალიური საფეხბურთო კლუბი ”ფიორენტინა” თავის საფირმო მაღაზიებში ჰაერიან ქილებს ყიდდა. კოლექციაში შედიოდა ”ტრიბუნების სული”, ”გამარჯვების ესენცია” და ”გასახდელის ატმოსფერო”.

 

ხულიო იგლესიასი ახალგაზრდობაში მადრიდის ”რეალის” მეკარე გახლდათ, მაგრამ მისი საფეხბურთო კარიერა 20 წლის ასაკში დასრულდა – ავტოკატასტროფაში

მოჰყვა და 3 წლის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა. ხულიო პარალიზებული იყო, მხოლოდ ხელები უმუშავებდა. შემდგომში გიტარაზე დაკვრა ისწავლა და ცნობილი მუსიკოსი გახდა.

 

საფეხბურთო ყიჟინა ”ოლე-ოლე-ოლე” ესპანეთიდან მოდის, სადაც სიტყვა ”ოლეს” კორიდასა და ფლამენკოს ცეკვის დროს გაჰყვირიან. ესპანეთში ის სიტყვის ”ალაჰ” ტრანსფორმაციის შედეგად გაჩნდა – ლოცვისას მას არაბები წარმოსთქვამდნენ, რომლებმაც ესპანეთი მე-8 საუკუნეში დაიპყრეს.

 

1969 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ფლეი-ოფის მატჩში ჰონდურასის ეროვნული ნაკრების სალვადორის ნაკრებთან დამარცხება ამ ორ ქვეყანას შორის 6-დღიანი ომის ძირითადი მიზეზი გახდა.

ბრაზილიაში ფეხბურთის მატჩის დროს მოედანზე ქარმა პარაშუტისტების ჯგუფი ჩამოყარა. ერთ-ერთი პარაშუტისტი მეკარეს იმ მომენტში დაეცა თავზე, როდესაც გოლკიპერი ბურთის აღებას ცდილობდა. შედეგად, გოლი გავიდა, მსაჯმა კი დაზარალებული გუნდის პროტესტის მიუხედავად, გოლი ჩათვალა – პარაშუტისტების გამოჩენა მიიჩნია, როგორც ”ნიშანი მაღლიდან”.

 

არსებობს ორი შემთხვევა, როდესაც მსაჯებმა წითელი ბარათი საკუთარ თავს უჩვენეს: ენდი უეინმა, რომელიც ”პიტერბორო ნორთ ენდსა” – ”როიალ მეილსის” მატჩის მსაჯი იყო, და მელვინ სილვესტრმა მატჩზე ”საუთჰემპტონ არმს” – ”ჰერსთბორნ ტარანტ ბრითიშ ლეგიონ”. პირველმა მეკარესთან მიირბინა მისი მორიგი პროტესტის შემდეგ, მაგრამ დროულად შეჩერდა და საკუთარი თავის გაძევება გადაწყვიტა, სიტუაცია რომ არ გამწვავებულიყო. მეორემ კი მოთამაშეს სცემა, რომელმაც მსაჯს ხელი ჰკრა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner