logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ტექსტში ნახსენები შეფასებები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს პროგრესი და წარმატება ძალიან ბევრი მიმართულებით
- +

25 ივნისი. 2020. 21:59

 

 

 მნიშნელოვანია, რომ ტექსტში 70 ადგილას არის ნახსენები ისეთი შეფასებები, როგორიც არის „მისასალმებელი“, „დადებითად და პოზიტიურად უნდა შეფასდეს“  და ეს გარკვეულწილად მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს პროგრესი ძალიან ბევრი მიმართულებით. გვაქვს წარმატება და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საკმარისი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობთ არ უნდა იყოს. რადგან იმისთვის, რომ ამ სფეროში მუდმივად ვითარდებოდეს სტანდარტი და მუდმივად უფრო მყარი და ძლიერი იყოს გარანტიები, ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს და ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის უფლებები არის მნიშვნელოვანი და ხშირად ერთი ადამიანის უფლება მთელი საზოგადოების უფლებას ნიშნავს“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

 

 რატი იონათამიშვილმა დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში წინა წლების ანგარიშებს შეადარა.  მისი განცხადებით საკუთრების უფლების, მედია პლურალიზმის, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მგომარეობის და შრომის კოდექსის ნორმების მიმართულებებით განსხვავება და ხელისუფლების მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები აშკარაა.

 

 ფრაქციის ლიდერი ფეიკ ნიუსების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ საკითხი ყურადღბის გამახვილებას მოითხოვს, რათა არავისთვის გახდეს დასაშვები სიცრუის ტირაჟირება.

 

 

 

დღეს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ასევე ფეიკ ნიუსებზე და ეს ცალსახად სწორია. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად, იმიტომ, რომ ფეიკ ნიუსების გავლენა საზოგადოებაზე შეიძლება იყოს დამანგრეველი. ამს საუბრობენ არა მარტო პოლიტიკოსები, საუბრობენ სპეციალისტები და ეს მნიშვნელოვანი საფრთხეა თანამდეროვე სამყაროსათვის, რომელიც წყვეტს ადამიანს რეალობას და რეალობის დაკარგვა არის ერთერთი ყველზე მტკივნეული, რაც შეიძლება ადამიანის ცნობიერებისთვის იყოს. ამიტომ ამაზე გამახვილებული ყურადღება გვჭირდება და უნდა ვიყოთ აქტიურები, რომ არ დავუშვათ და არავის მივცეთ მოტივაცია, რომ დაუშვან სიცრუის ტირაჟირება“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 მისივე თქმით, პარლამენტი სახალხო დამცველის რეკომენდაციების 91 პროცენტს იზიარებს და ახლა მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების მიერ შესრულების მაჩვენებელიც ანალოგიურად რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყოს.

 

დღეს ჩვენი დადგენილების პროექტით ხდება 91 პროცენტის   სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარება და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი და ამავდროულად იქნება ჩვენი ცხადია დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაც რომ ამ ანგარიშების ასეთივე მაჩვენებელი დადასტურდეს, როდესაც ჩვენ გვექნება მოსმენა, თუ როგორ შეასრულეს შესაბამისმა უწყებებმა გაცემული რეკომენდაციები და იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს ეფექტური, ჩვენ ჩვენს საპარლამენტო უფლებას და მოვალეობას აუცილებლად გამოვიყენებთ და ეს იქნება ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტესტი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების გაუმჯობესება შესრულდება იმ სტანდარტით, რისი ვალდებულებაც თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner