logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციის გზა რურუას ლიდერობამდე მიდის, კრიმინალებს სჯის სასამართლო, კრიმინალურ ოპოზიციას კი დასჯის ხალხი
- +

26 ივნისი. 2020. 01:32

 

 

არ გამოვრიცხავ მთავარ საკითხად ლუსტრაციას საერთაშორისო საზოგადოების თვალში, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვგულისხმობდი არჩევნების შედეგებს, რადგან თუ ისინი ირჩევენ ისეთ გეზს, რომელიც რურუას ლიდერობამდე მიდის, პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან არჩევნებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი ძალიან დაეცა და საბოლოო განაჩენი მათთვის 31 ოქტომბერს დადგება.

 

თუ ისინი ირჩევენ ისეთ გეზს, რომელიც რურუას ლიდერობამდე და საბოლოოდ მათ კრიმინალებად პოზიციონირებამდე მიდის, კრიმინალებს სასამართლო სჯის და კრიმინალურ ოპოზიციას დასჯის ხალხი. საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი და მექანიზმი გააჩნია, რომ ეს გააკეთოს არჩევნების გზით და დარწმუნებული ვარ საბოლოო განაჩენიც გამოვა 31 ოქტომბერს. ჩვენ გვახსოვს, თქვენი ტელეკომპანიის დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარდა კვლევა, სადაც მათ 12 და 3 %-იანი მხარდაჭერა ჰქონდათ. უნდა ვთქვათ, რომ მათ წინა შედეგები ასეთი კატასტროფული არ ჰქონდათ. ე.წ. „ევროპულ საქართველოსაც“ უფრო მაღალი შედეგი ჰქონდა და „ნაციონალურ მოძრაობასაც“. ისინი თავისი ქმედებების გამო უკვე იხდიან პოლიტიკურ ფასს, ეს რეიტინგებზე აისახება და საბოლოოდ, თუ ასე გააგრძელებენ უფრო დაბალი რეიტინგი ექნებათ. არ დაგიმალავთ, ძალიან არ ვნერვიულობ მათ რეიტინგზე. მათი ქმედებები უკვე აუხსნელია, იმდენად არათანმიმდევრულები არიან. როდესაც ეს არასწორი გეზი აირჩიეს და შეყვნენ ერთმანეთს ამ თამაშში, თითქოს გაერთიანდნენ, არასწორი მესიჯები გაახმოვანეს და იფიქრეს, რომ ამ გზით სიარული მოუტანდა პოზიტივს, მაგრამ პირიქით, საზოგადოებისგან ნეგატივი მიიღეს და ძალიან დაუვარდათ რეიტინგი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner