logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდნენ
- +

26 ივნისი. 2020. 02:24

 

 

სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდნენ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

 

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დახმარება უკვე მიიღო 95 ათასმა მოქალაქემ.

 

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი სურვილი და მიზანი არის, მივიდეთ თითოეულ მოქალაქემდე და ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, იქნება ეს ჯანდაცვის კუთხით თუ სოციალური კუთხით. ჩვენ იძულებული გავხდით, 5 000 მოქალაქესთან გაგვეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, დამატებით მიგვეღო დოკუმენტაცია, რათა პროცესი წარმართულიყო სწორად.

 

მთავრობა ვალდებულია, აწარმოოს დოკუმენტაცია სწორად, ასევე ვალდებულია, მოითხოვოს ყველა საჭირო კომპონენტი, რომელიც შემდგომში არ დაბადებს კითხვებს. გარდა ამისა, ჩვენ გავაფართოეთ ბენეფიციართა წრე და ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში, მათზეც ვიზრუნებთ. უკვე შევიდა დადგენილებაში ცვლილებები, რითაც ამ ადამიანებსაც მიეცემათ საშუალება, რომ მიიღონ სოციალური დახმარება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner