რაც უფრო აზარტში შევიდნენ და ჟინი მოემატათ, რომ ზიანი მიაყენონ პრემიერ გახარიას, მით უფრო წაგებულ პოზიციაში არიან - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
„მგონია, რომ ხანდახან საზოგადოებას შეიძლება ჩვენც ვაღიზიანებდეთ, როდესაც ვსაუბრობთ მაგალითად იმაზე, რომ ამან მოუგო დებატი ჩვენს ოპონენტს, ნოკაუტში ჩააგდო და ასე შემდეგ. მეც ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ ტერიმინოლოგიას, მაგრამ ამ დღის წესრიგს ისინი გვთავაზობენ.
ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა, გვყავდეს ოპოზიცია, რომელიც კონრეტულ თემაზე გაგვაკრიტიკებს, მაგრამ ურჩევნიათ მოიგონონ თემები და სპეკულაციური მესიჯებით იბრძოლონ პოლიტიკურ დებატებში. აე გვქონია ჯერ შემთხვევა, რომ რეალური გეგმა შემოეთავაზებინათ და იმაზე გვემსჯელა.ზოგადად, გეგმებზე იშვიათად საუბრობენ და უფრო შემოდიან იმისთვის, მაგალითად ხვალ, რომ დააზიანონ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმატებული ლიდერი. თუ დააკვირდებით ბოლო დროს დარტყმა მგონი რეიტინგების მიხედვით მიდის, ვის აყენებენ ყველაზე მეტ დარტყმას ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარიას, კახა კალაძეს და ასე შემდეგ, რაც უფრო მაღალია რეიტინგი ქართული ოცნების კონკრეტული ლიდერის., მით უფრო ცხარე შეტევა მიდის მათზე, მით უფრო მეტი ტყუილი და მავნებლობა მიდის მათ წინააღმდეგ. ამას ვნახავთ ხვალაც“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, პირადად მას პრემიერ-მინისტრთან ბევრი კითხვა არ ექნება, თუმცა გუნდის წევრებს ექნებათ ბევრი შეკითხვა ექნებათ და როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს შეკითხვები ძირითადად მიმართული იქნება ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებზე.
„მესამედაც ჩააგდებს პოლიტიკურ ნოკდაუნში გიორგი გახარია რადიკალურ, უკვე კრიმინალურ ოპოზიციას, ეს პრობლემა არაა, ეს საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაში იქნება მხოლოდ, თორემ ამ დებატების მოგებით იმ ადამიანს, რომელსაც ძალიან უჭირს და შველა სჭირდება სხვადასხვა ღონისძიებებით, ამით არაც არაფერი მოემატება და არც არაფერი დააკლდება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.