logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გიორგი რურუა არის ძველი ოპოზიციის ლიდერი, ახალი ოპოზიცია მას პრაქტიკულად გაემიჯნა
- +

26 ივნისი. 2020. 01:47

 

 

გიორგი რურუა არის ძველი ოპოზიციის ლიდერი, ახალი ოპოზიცია მას პრაქტიკულად გაემიჯნა, მათ მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

 

ახალი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დემოკრატია, არჩევნები, კონსტიტუცია არის უპირატესი და ჯანსაღი პოზიცია დაიკავეს და ცვლილებებს ხმა მისცეს. და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი არა მხოლოდ უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც პრაქტიკულად ერთიანი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, არამედ იმ ოპოზიცის ნაწილსაც, ვინც ასეთი ჯანსაღი გადაწყვეტილება მიიღო. მე ვფიქრობ, რომ ეს თავის დროზე სათანადოდ იქნება შეფასებული ჩვენი საზოგადოების მხრიდანაც“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დაასახელეს.

 

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

 

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner