logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: “ფეიკ ნიუსთან” საჭიროა ბრძოლა და სიცრუეზე პასუხების გაცემა
- +

26 ივნისი. 2020. 10:02

 

 

„მინდა მხარი დავუჭირო კახა კალაძის ინიციატივას - ფეიკნიუსთან საჭიროა ბრძოლა და სიცრუეზე პასუხების გაცემა. ის როგორც მერი  ბევრს აკეთებს, ქალაქისთვის ბევრ საჭირო პროექტს ახორციელებს და ვხედავთ, რომ ზუსტად იქ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, არის შეტევები ოპოზიციის მიერ კონტროლირებული მედიიდან რეალობის დამახინჯებით და ყალბი ამბებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „პოსTV“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

თბილისის მერის პროექტზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ნიშნავს ყალბი ინფორმაცია და როგორ გავლენას ახდენს ის საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მისი თქმით, ე.წ. ფეიკ ნიუსი თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა და ის განსაკუთრებით დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის ხდება პრობლემა, სადაც არის მედია განვითარებული და თავისუფლების ხარისხი მაღალია.

 

„ფეიკ ნიუსი აზიანებს თავისუფლების იდეას, აზიანებს დემოკრატიას და ამახინჯებს რეალობას, მოქალაქეებს ხელს უშლის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. შესაბამისად, აზიანებს ჯანსაღ საზოგადოებრივ პროცესს, კულტურას, ეკონომიკას და პოლიტიკასაც. ცხადია, როდესაც ადამიანები უყურებენ სხვადასხვა მედიასაშუალებებს და იღებენ არასწორ, დამახინჯებულ ინფორმაციას, ბუნებრივია, შემდგომში მათი გადაწყვეტილებებიც არის ამ ინფორმაციაზე დაფუძნებული და ეს გადაწყვეტილებები საბოლოოდ ისევ მოქალაქეებს აყენებს ზიანს. ფეიკნიუსთან საჭიროა ბრძოლა და სიცრუეზე პასუხების გაცემა - ამიტომ, ვეთანხმები და მხარს ვუჭერ კახი კალაძეს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner